კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

15 იანვარი 

დაიწყო,
რომელიც არც დამთავრებულა,
რაც წელში გამტეხს
და სულში ნაცრად დამეფიფქება,
დაიწყო დილიდან
და ყოველდღიურად გრძელდება ძილამდე. 
ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ,
ვიჭრები კითხვებში,
ვიჭრები წერაში
და კიდევ ლექსებში, 
რომლებიც ზეპირად არ ვიცი.
გზებზე მოაფრქვიეს მური და მარილი,
რომ მშვიდად ვიაროთ,
უსაფრთხოდ ვიაროთ _
ჩვენ, პედაგოგებმა.
გზებზე დაინაცრა და გზებზე დამიდნა
ყველა ბავშვური ნატვრა და ოცნება.
დაიწყო,
რომელიც არც დამთავრებულა,
რომელიც დილიდან იწყება
და ყოველდღიურად გრძელდება ძილამდე,
ძილში კი სიზმრებად
მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.

??????