ჩემი იმერეთის ზაფხული
უკვე მერამდენე ზაფხულია,
ჩემი იმერეთის მონატრებას
ვეღარ ავუდივარ... დგას გულღია
კლდეებში მღვიმევის მონასტერი,
სადაც სხვანაირად მიცემს გული,
სუნთქვაც უფრო ხშირი და რბილია...
მოგონებებში რომ მიერთგულეს,
ბავშვობის კადრებიც გამირბიან
ზოჯერ, და ისეთი უმწეო ვარ
ისე უსუსური, როგორც ჩვილი,
წინაპრებისეულ ფუძე-ოდას
მხოლოდ ნოსტალგია მაკავშირებს.
ფერებს ვაკოწიწებ სიზმარეულს,
საყვარელ მთა-ველებს მათით ვწვდები,
და თავს მახსენებენ სეზონები,
მათაც არასოდეს ვავიწყდები,
(ჩემი იმერეთის შემოდგომა,
ჩემი იმერეთის ზამთარი,
ჩემი იმერეთის გაზაფხული,
ჩემი იმერეთის ზაფხული.)
მეუბნებიან, რომ ვენატრები.