ზოიძე შოთა
გაზიარება

სონეტი #69 

სოფოს

ამ სონეტს ვუძღვნი პაწაწინა სოფიკოს ჩემსას
ჩემი სიცოცხლის გაგრძელებას, ჩემი ცის გახსნას,
ჩემი ცხოვრების გაკვეთილის ფრიადზე ახსნას,
სვეტიცხოვლის უმაღლეს და უწმინდეს ფრესკას.

მოსარკულ ცაზე ლილისფერი ჩიტების ფრენას,
ასე მგონია, დედაჩემის ჩაუდგა სული
ღმერთმა და მერე გაუღიმა მის ნათელ სურვილს,
რომ სოფიკომაც მერცხალივით აიდგას ენა.

ჩიტო-ჩიორა შენს პირსა და ნისკარტს შაქარი,
აქა ვართ ყველა, დედაჩემის სულიც აქ არის,
მისი ლოცვბი, მისი კალთა გვფარავს და ხარობს.

წავიდა დედა - გულთან ახლოს მოვიდა მიწა,
მოვიდა სოფო - დედაჩემის ხატება ვიცან,
ჩემი მუდმივი სიხარული და საწუხარი. 

??????