ზოიძე შოთა
გაზიარება

რუსმა პოეტმა მითხრა 

რუსმა პოეტმა მითხრა მარტივად,
მეც ვიმეორებ მწარე სიმართლეს,
ტანზე ხორცს ვიგლეჯ, როგორც მარტვილი,
და საკუთარ ძვლებს ტომრით მივათრევ.

ვემშვიდობები ცას და ვარსკვლავებს,
მარხული, თანაც ღვინონასვამი
მაიაკოვსკივით თუ ვერ დამკლავენ,
დეკაბრისტივით ძელზე გამსვამენ.

ვეღარ მივაგენ ჩემი საძვალე,
უფალო, ამდენს რაღას მაწვალებ,
ჰა, წიგნი ჩემი დანატოვარი
და ჩემი ძვლებით სავსე ტომარა!

??????