მარტივი
შენ თქვი: აქ ერთფერია.
მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ.
ჩვენ _ავჭრელდით.
ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა
ჩემიანებს,
შენიანებს
და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავდა.
შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული.
მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად.
ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად.
ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ,
როცა იგი თავად არ გვქონდა.
შენ თქვი: ვიცხოვროთ წიგნის გმირებივით.
მე გითხარი: მათი ამბები უფრო გულწრფელია, ვიდრე დამწერი.
და ვაღიარეთ: როცა მოვკვდებით, ის ვიქნებით, ვისაც უმართლებს.
შენ თქვი: უნდა მოგეხვიო.
მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია.
ტყუილი ფეხისწვერებზე დგება.