ბედიანიძე დალილა
გაზიარება

ზარი რეკავს... 

ზარი რეკავს, ზარი რეკავს, ზარი რეკავს, რეკავს...
ღმერთო, ღმერთო, ამარიდე ამ ცხოვრების ეკალს!

ღმერთო, ღმერთო, შემიწყალე! დამიფარე, ღმერთო!
მათქმევინე სიყვარულის სიტყვა სასიკეთო!

მომიტევე ცოდვები და განმიწმინდე სული,
შემახვედრე საოცნებო ჩემი უფლისწული!

დავემხობი ხატის წინ და აღმომხდება ლოცვა.
ღმერთო, მიხსენ! ღმერთო, მიხსენ, გამიჭირდეს როცა!

დაილოცოს შენი ძალა, შენი სამართალი,
შენით, შენით ამეხილა საამქვეყნო თვალი!

სანთლის ალი მოლიცლიცე წინ მიმიძღვის ბნელში,
ჩემი სული ცისაა და მიწისა კი _ ლეში.

და სანამ ვარ, ამარიდე ამ ცხოვრების ეკალს!
ღმერთო, ღმერთო! ტაძრის ზარი რეკავს, რეკავს, რეკავს...

??????