ახალაია ბექა
გაზიარება

ცნობისმოყვარე 

ვინმემ ამ ლექსზე იქნებ იფიქროს, ვითომ არც ღირდა,
მაგრამ შენთან ხომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს,
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ტობა - ვარჩხილთან,
მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი.

რამ გამახსენა, ქარი თელას რომ მუხლზე იმტვრევდა...
გავიმეორებ, თავხედი ვარ და რახან გავბედე:
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ხომაკირდესთან,
მაინტერესებს, ცხოვრებაში თუ გათხოვდებოდი.

ალბათ იხსენებ, სიო შენს თმას რომ ყელზე იხვევდა...
უკვე ის დროა, ბედის ხუშტურებს აღარ დავნებდე,
მე რომ ერთხლაც მკვდარი ვეპოვნეთ რუხის ციხესთან,
მაინტერესებს, შავ სატინის თუ გაახუნებდი.

არ დაივიწყო - პოეტთან ღმერთიც მუდამ აგებდა...
ვხვდები, შენთან რომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს:
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ნოქალაქევთან,
მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი.
...................
ეს ღამეც ისე, ჩვეულებრივად გადის და აქვე
ახლოს, დუქანში ღვინოს დავტყუებ ნაცნობ მიკიტანს,
ვხედავ, კოჯორზე ნახევარმთვარე ისე დააგდეს,
ვით თეთრი ფრჩხილი, წაჭრილი შენი ნეკათითიდან!

??????