ინგოროყვა ნატო
გაზიარება

მოვედი ნების შეუპოვრობით 

მოვედი ნების 
შეუპოვრობით 
შენს სიყვარულში, 
მოვედინები 
შენს უპოვრობით 
დაშრეტილ გულში. 
სისხლი, რომელიც შენში დის ახლა 
ჩემი სულია, 
სუნთქვაა ჩემი. 
და ჩემს წინაშე სამყარო, მახლას, 
გასუსულია, 
ვით განაჩენი: 
ვიცი, ამურის ისრის დახლა 
არც მე ამცდება. 
მაგრამ საყვედურს უფალს ვერ ვკადრებ, 
რაკი შენს სულში შემოვესახლე 
შეშლილ განცდებად, 
თავის დაკარგვას არ დავირიდებ! 
მოვედინები 
შენს უპოვრობით 
დაშრეტილ გულში, 
მოვედი ნების შეუპოვრობით 
შენს სიყვარულში!

??????