ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების შეცვლა ექსკლიუზივი
იბეჭდებიან აზრები ტვინში,
მესმის ფანჯრიდან ქარის წივილი,
შენ მთავარია დაძლიო შიში,
განადგურდება ყველა ტკივილი.
ზამთრის სუსხია, ტყემ წვიმა გაცრა,
მთებსაც ჭაღარა შემორევია,
თუ მოინდომებ მისწვდები ცასაც,
შეუძლებელი არაფერია.
ნუ მოექცევი აზრთა გუბეში,
არ განიკითხო, თუ ვინ, სად შეცდა,
რომ სიკვდილის წინ ბოლო წუთებში,
ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების შეცვლა.