გველესიანი რაჟდენ
გაზიარება

ჩემი ბავშვობის სურვილებს ვეძებ ექსკლიუზივი

იწყეს ხელებმა ხავსების ჩაცმა,

ფეხისგულებით დამდგარა მუხა,

ერთხელ სიკვდილი იკმაროს კაცმა

ბევრჯერ მოკვდები - ლაჩარი თუ ხარ.

 

ყინვა კლდეკარებს უშლის ნაპირებს,

ქარს ახვევია წითელი კაშნე,

აღარაფერი აღარ მაკვირვებს,

ვით სიბერეში ჩარჩენილ ბავშვებს.

 

მიდიან წლები წვიმაში, ქარში,

არ ჩერდებიან, თუნდაც ათოვოს,

უნდა მოგდევდეს ისეთი ბავში,

რომ ნაფეხური გაგიფართოვოს.

 

უკან მოხედვის არ შეგრცხვეს მერე,

როცა ჭაღარა იმრავლებს თმაში,

მხარზე გაგიდებს ცხოვრების ღელე

და სამუდამოდ შეგიყვანს ზღვაში.

 

ცაცხვის ხე უხმოდ, წყაროსთან, ობლად,

თავაწეული უყურებს ქედებს.

ჩაფიქრებული დავდივარ სოფლად

და ჩემს ბავშვობის სურვილებს ვეძებ.

 

??????