ყველა ლოთი კაცის მესმის
უკან არაფერი მრჩება გასახედად,
წინაც, მომავლისკენ კარგს ვერ ვიხედები.
ბეწვის ხიდი მხვდება ყველგან გასავლელად,
ქარში გამეფანტა ყველა იმედები.
უკვე გულის ფეთქვაც ყალბი გამოვიდა,
როცა კუჭი არის ახლა ქვეყნის მეფე,
ყველა სინანული ყელში ამოვიდა,
თითქოს მაჯის ცემა წამით გადავკეტე.
ვისაც ვუერთგულე - გვერდი ამიარა,
მჯერა, წაქცეულსაც მესვრის.
სისხლმა ჟრუანტელად ტანში გამიარა . . .
ყველა ლოთი კაცის მესმის.