გველესიანი რაჟდენ
გაზიარება

მჭირდები ექსკლიუზივი

გათენდა იღვიძებს ქვეყანა,

ბალახებს პირს ბანენ ნისლები,

ძვირფასო, მე მოვალ შენთან და

გეტყვი რომ უშენოდ ვიცლები.

 

მოვალ და იმ გრძნობებს გაგიმხელ,

რომელიც ჩემს ოთახს ვუთხარი,

ვამჩნევ, რომ ჩემს დარდებს ქარი ხევს,

კეწერაში გიზგიზებს ბუხარი.

 

ღრუბლებმა სამყარო შენიღბა,

ნიავი ტოტებში გაება,

არსაით არ ისმის შენი ხმა,

გულშია ოხვრა და წამება.

 

შენს ჰაერს ფილვებში ვინახავ,

ალუბლებს დაასკდათ კვირტები,

ჩურჩულით გეტყვი, რომ მიყვარხარ,

თვალებით მანიშნებ მჭირდები.

??????