თუ კაცი გქვია
თუ კაცი გქვია, არასოდეს მუხლი მოხარო,
უფლის წინაშე დაიჩოქე მხოლოდ კაცურად.
რაც არ გეკუთვნის არასოდეს სხვას არ მოპარო
და შინაურებს მოეპყარი მხოლოდ და-ძმურად.
თუ ამ ცხოვრების ბილწ დინებას ფეხი აუწყვე,
შენ კაცი არ ხარ, მაშინ ყველა საცობს ერგები.
მასთან იყავი ვისაც მხოლოდ აზრში გაუგებ,
და აქეთ-იქით ღრუბელივით ნუღარ ედები.
თუ კაცი გქვია, ამ ცხოვრებას ბეჭი მიკარი
და შენ პირიქით გააგრძელე მხოლოდ დინება.
სადაც არ ელი საძებარი სწორედ იქ არის
თუ კაცი გქვია გამოფხიზლდი, ნუ გეძნება!
თუ კაცი გქვია, სამართალი გიყვარდეს მხოლოდ,
თუნდ სიმართლისთვის საკუთარი სისხლი დაღვარო
და სამართალი იზეიმებს ბოლოს და ბოლოს,
არ შეიფერო ეგ სიმართლე სულით მაგარო!
ცოტა შევფხიზლდეთ, თორემ უკვე მოგვადგა ბინდი,
არსად, არასდროს, არაფერი იქნება გვიან,
თუმცა არ ჩერდება ეს დღეები, ქარივით მიქრის,
მკვდარიც იცოცხლებ დამიჯერე, თუ კაცი გქვია!