* * * დღეს უშენობით ისევ ვიცლები ექსკლიუზივი
დღეს უშენობით ისევ ვიცლები,
შენი ღიმილის კოშკი ავაგე,
გავხსენი გულის ყველა ფიქრები,
ჩემს სტრიქონებში ამოვალაგე.
ვინც პატიოსნად არა შობილა,
სულ არ მადარდებს, მოვა თუ წავა
და სიყვარულის ბრალი ყოფილა,
შენთან ყოველი ჩხუბი და დავა.
დღე დასრულდება ტკბილი და მწარე,
ბოლოს სახლისკენ მარტო ვბრუნდები,
ვჯდები ბუხართან და მთელი ღამე,
ჩემს აჩრდილს შენზე ვესაუბრები.
მე უპატრონო სახლიც მაწუხებს,
დაიშლებიან წვიმით კედლები,
მაგრამ ვერ უძლებ იმ დღის მარწუხებს,
რომ ვთქვით ერთმანეთს აღარ შევხვდებით.
ჩვენში მუდმივად სითბო ერია,
თუმც მივაყენეთ ერთურთს ჭრილობა,
მე უკვე მზად ვარ, შენი ჯერია
რომ დაარღვიო ახლა პირობა.