გაბაიძე გიორგი
გაზიარება

უკვე დასრულდა ექსკლიუზივი

შენთან ცხოვრება გადამავიწყდა,
აღარ გელი და ვეღარ განგიცდი,
არ მესმის შენი სუნთქვა ლავიწთან,
მე კი არ ვდარდობ - დარდობს ლავიწი
და შენი სუნთქვა ალბათ ლავიწზე,
თვალები ტანის მიხვრა-მოხვრაზე,
ფიქრობენ, წუხან, ალბათ რა ვიცი,
ერთმანეთზე და ერთადყოფნაზე.
რადგან მე სუნთქვაც გადამავიწყდა,
როგოც არ უნდა ჟღერდეს აფსურდად,
თვალებს დავხუჭავ ერთი წამიც და...
ვხვდები რომ შენი სუნთქვა ლავიწითან,
უკვე დასრულდა...

??????