პარასკევი ექსკლიუზივი
ჩვენ ვფიქრობთ - ეს იყო აპრილის სამი,
დღე პარასკევი დანამდვილებით,
მძიმე დღე იყო, მივიდნენ სახლში
საღამოს ცხრაზე გადაღლილები.
აქედან სამი ქალი და ერთი
მათგანი, ვისაც მოუკლეს შვილი
ჩუმად ამბობდა ლოცვებს და გვერდით,
ის ორი ედგა რომელთაც ხშირი
ცრემლების მალვა უმძიმდათ
მეტად, რადგან შეიცნეს ამ ქალის ხვედრი,
რომელიც იყო მოკლულის დედა,
მოკლული იყო დღეს ჯვარზე ღმერთი.