კუტალაძე გიორგი
გაზიარება

* * * "იცი, ისევ წვიმს, ქარია"  ექსკლიუზივი

იცი, ისევ წვიმს, ქარია და ფიქრებს ვაგროვებ,
სველ ხეებს შორის ნაბიჯ-ნაბიჯ დგება ზანმთარი
და სანამ თოვლი ჩაყლაპავდეს ქუჩებს სრულიად,
გამოიქეცი, მოდი, ჩემში შემოასწარი.

მინდა გაჩვენო ის რაც შენთვის დღემდე ვაგროვე,
სუნთქვა რომელსაც ამ ფილტვებში შენთვის ვინახავ 
და სანამ ქარი გაყინავდეს ტუჩებს სრულიად ,
უნდა მოვასწრო , უნდა გითხრა როგორ მიყვარხარ.

??????