სიზმარი დამეჯერება, ცხადი ხან კი და ხან არა. სიზმარში შენი ვიყავი, გავიღვიძე და აღარა. სიზმარში... რას ვიღვიძებდი?! დილას რა ჰქონდა წამალი?! ისე ნუ დამეკარგები, როგორც საფლავი თამარის. ისე ნუ მომენატრები, სიზმარი ვთვალო ფიცრებად. ასეთი დანასიზმრები მარხვაში ცოდვად ითვლება.