ლოგიკური ლექსი
დღეები ახალ იმედებს ქარგავს,
უცვლელი არის ამ დღეთა სიგრძე.
წლებია უკვე მეგობრებს ვკარგავ,
ვიძენ და ვკარგავ, ვკარგავ და ვიძენ.
ასეა მუდამ, არ არის ისე.
და არაფერი არ არის კარგად.
წლებია უკვე მეგობრებს ვიძენ,
ვკარგავ და ვიძენ, ვიძენ და ვკარგავ.