ტრიოლეტი N.2
თავს გიკრავს მაისის შროშანი,
მზეს გინთებს და შენზე ლოცულობს,
თუმცა გაზაფხული შორს არის.
თავს გიკრავს მაისის შროშანი.
ტრიალებს მიწა და დრო-ჟამი.
იქნება ჩემამდეც მოცურო...
მზეს გინთებს და შენზე ლოცულობს.