ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** შენ მთის წყაროთი სული ავივსე ექსკლიუზივი

შენ მთის წყაროთი სული აივსე,

ახლა კი ვგდგავარ სულის კაშხალთან,

ცას ჩაუფინეს ცხვრის ტყავი ისე -

რომ ღრუბლის მატყლში მზე აკაშკაშდა.

 

შენ ეძებ ახსნას და დახსნას უფრო

ცდილობ, ამ ხახა დაღებულ ხალხთან,

მშიერი ბავშვი ხალხთან საუბრობს

და ოქრო იწყებს ტაძარში ხარხარს.

 

ცოცხალი არ ხარ და ის გატყვია

რომ მკვდარ სხეულთან ჭირს გამკლავება,

ცა ვერ იშორებს დაისს, ნატყვიარს,

ამოისუნთქვას მზეს ვარსკლავებად.

 

ჩემს სულსაც შია და ვერ დავძარი,

სხეულის ლოდი თუ ცოდვის ჭაღი,

ღიაა ჩემი ლექსის ტაძარი,

და სეფისკვერი სიცოცხლე არ ღირს.

 

??????