ფტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** სანამ ქიმერებს შეაბამ ექსკლიუზივი

სანამ ქიმერებს შეაბამ, ნახე თუ შეგრჩა კარეტა

ან შენს კარეტას კარები, გახვალ კანიდან სანამდე,

გარბიხარ შენი არედან, როგორ გიხდება კარე და

გიყურებ ასე გარედან, თითქოს შენს წასვლას ვმალავდე.

 

ჩამემტვრა ყველა მალა და მაინც გრძელდება ბალადა,

ვხვდები რომ ყრუ სირენიდან ჩაგესმის შენც სერენადა,

დაისრულს  გსურს დაასრულო დაისი,  შვენის არადა

იმ შენს გაქცევას, რომელიც თითქოსდა მე მომელანდა.

 

თუ კი ადგილზე დაგხვდება შენი ცისფერი კარეტა,

შენ თუ კი მიმიკარე და თუ ხელი აღარ მკარი...

და მაინც როგორ გიხდება ეგ შენი შავი კარე და

თუ გახვალ გადი კარიდან, ან კანის ფესტივალიდან,

არა ხორბლისფერ კანიდან!

??????