ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** წვიმებმა ზეცა ისე დაღალეს ექსკლიუზივი

წვიმებმა ზეცა ისე დაღალეს

ზღვას ვერაფერზე ვესაუბრები,

უცებ ფილმივით მთავრდება ღამე

და ტიტრებივით  გასდევს ღრუბლები.

 

სიცივე ამინდს ისე მიება

ცას გაურთულა უფრო ანგინა,

მე საკუთარი თავის ძიებამ,

ნაპოვნი კვლავაც დამაკარგინა.

 

უცხო ფრინველთა ფერადი ხმებით,

აღარ ყვავიან ატმის ტოტები,

ამ ფურცელს ერთხელ თუ შეახმები,

მაშინ არასდროს განმეორდები.

 

სიტყვა იქცევა ადამიანად,

ეს არაერთხელ ვნახეთ და ითქვა,

მე სხვა შეკითხვამ გადამიარა,

ადამიანი იქცევა სიტყვად?

 

რუტინა ახლა ისე გამბეზრდა,

სიგიჟის წყურვილს ვეღარ ვიყუჩებ,

ზღვაში ეშვება დაღლილი მზე და

ოქროს თევზივით გახსნის ლაყუჩებს.

 

??????