ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** შენამდე შარები შორია 

შენამდე შარები შორია,

შიში შლის შრიალა შროშანებს,

მოვწყვიტო? `მემენტო მორია”...

მარწყვებმა მინდორი  მოშალეს.

 

სისხლძარღვებს  სისხლისფრად სერავენ,

სტუმრობენ საფლავებს სულები.

ვერასდროს,  ვერაფრით, ვერავინ...

ვიწყებით და ვეღარ  ვსრულდებით.

 

ცვლის ცვარზე ცა ციცინათელებს,

ვითვლიდი... ვუყვარვარ... ვერ ვწყვეტდი...

გვირილა გულგრილად გავთელე,

გვირილა ბუნების დეფექტით.

 

მოვწყვიტო?!  `მემენტო მორია~!

მარწყვებმა მინდორი მოშალეს,

შენამდე შარები შორია,

შიში შლის შრიალა შროშანებს.

??????