გიორგაძე მირიან
გაზიარება

გაგიკვირდება 

გაგიკვირდება, მეგობარო, მე რომ ვერ ვიტან
აქაურობას შენზე მეტად_ ვიწრო სამყაროს,
რადგან ასობით თვალხილული დაძრწის თემიდა
და ცდილობს, ბნელი იდილია რომ გაამყაროს.
შენნაირები გააძევეს უკვე თემიდან,
ცოდვით გაივსო ყველა უჯრა, ყველა კარადა,
მადლის ადგილი აღარ არის, იყო არადა...

ცხვირით ამ ბოლოს აღარ ვსუნთქავ, ყნოსვით ვიხრჩობი,
სამყარო ყარს და ამ სიმყრალეს ბოლო არ უჩანს,
როცა ვიღლები ვერგატანით, ბედის ურჩობით,
მე ვიხშობ ყურებს და დროებით მეც თვალებს ვხუჭავ,
და თვალწინ აღარც ჭაობია ღრმა და უშრობი,
მოსჩანს შორიდან უფლისაკენ სავალი შარა,
ხოლო ეშმაკის არც ერთი გზა არა სჩანს, არა!

ნაზიარები შენს თვალხილულ, ფერად სამყაროს
ვგრძნობ, მანდ ჯოჯოხეთს დაღებული არა აქვს ხახა,
გაგიკვირდება, მეგობარო, მინდა გახარო,
რომ ვეღარ ხედავ ამ ყველაფერს (ღვთის ნებით ბრმა ხარ)!

??????