გიორგაძე მირიან
გაზიარება

მოდი-ს 

(დავით დუმბაძეს)
ალბათ ამ წუთსაც უნაწილებ ჰაერს სიგარეტს,
მოდი, მომინდა, ტკივილი რომ ლექსით გამენდო,
რადგანაც ისევ არ იცვლება წვიმით ამინდი,
რადგან სარეცხი გასაშრობად მალე დაინდო
ქარმა. ნელ-ნელა მოიმატებს სულში ნალექი.
ბუნებრივია, ამ ყინვაშიც ქუდს ვერ ვიკარებ,
ჟანას თვალების სისპეტაკეს მოდი, დაჩაგრავს
სინაზე წვიმის, თქეშის შენი (ჩემი) ქალაქის
და მოდი, გტოვებ ამ ზღვისა და წვიმის მაჭანკლად,
მზე გაიკეთებს ჰორიზონტით მორიგ ჰარაკირს
და სისხლიან ზღვას განბანს ღამე და ცხრასახელა,
მე კი არ მყოფნის ძველებურად სიტყვის მარაგი.
რადგანაც ჩემთან მარტოსული ქარი ახველებს,
მოდი, გიტოვებ ამ ზღვასა და წვეთებს ქალაქის...

??????