***(მარტო)
მარტო ვარ
და მარტო ვიქნები,
გარეთ კი ქარიც იყიალებს წვიმის გარეშე.
ეს სილამაზე,
ეს ღიმილი,
ეს მიმიკები
გამახსენდება ღვინითა და სევდით გალეშილს.
მარტო ვიქნები,
მარტო ვარ
და მარტო ვიყავი,
როგორც არასდროს, ისე მარტო დატოვეს ღმერთიც,
ვეღარ მოვირგე,
ვერ ვატარე
ღიმის ნიღაბი,
ხმას არავინ მცემს საკუთარი მეს გარდა მეტი.
მარტო ვიყავი,
ვიქნები და
ახლაც მარტო ვარ,
არავინ არის განწირული ყოფნით უჩემოდ,
თუკი უფალმა სააქაოს ყოფნა მადროვა,
მანამდე სანამ ყურს მოგვწვდება ჩვენი სიჩუმე,
შემოაღწევენ სხეულს შიგნით ჩვენი ფიქრები,
აღარ დარჩება ბინადარი სევდის ბინაში,
მარტო ვიყავი,
მარტო ვარ
და მარტო ვიქნები,
შენი თვალების_
გახელილი სულის
წინაშე.