გიორგაძე მირიან
გაზიარება

ხე 

რატომ, რა მიზეზით გარიყე
სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე,
ნუთუ არ სჭირდება ჭას ჩრდილი,
კუნძი ჭის ქვევით დგას ჩაჭრილი.
რატომ, რა მიზეზით გარიყე,
დამწვარ ბალახზე წევს მკვდარი ხე,
შენთან აღარც ერთი ჩრდილია,
ცას ვერ ემალები დილიანს,
შენთან ჭის წყალიც კი თბილია,
რატომ რა მიზეზით გარიყე
სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე,
მალე ალბათ სახლსაც გარიყავ,
მისი მასალა რომ არის ხე,
გამო ერთი თბილი კოცონის
სახლის დამტვრეულ ძვლებს მოწონი,
მზე კი ააცეცხლებს სახლი-კარს,
ქარი ხის ნაფოტებს ახიკავს.
რატომ, რა მიზეზით გარიყე,
სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე...

??????