რაღა დაგრჩა – მხოლოდ ძველი სახელი,
ახლა ირგვლივ სხვა ქარები ქრიან...
უთვალავი ფათერაკის მნახველი,
ჟამთა სრბოლამ როგორ დაგანგრია...
მიწყივ იდექ ქართველ კაცის იმედად,
აამებდი მის გულს ნათელ მზისებრ
და შენ გჯერა, ნანგრევიდან აღსდგები,
ძველ დიდებას დაიბრუნებ ისევ!