გელაძე ლევან
გაზიარება

ცხრა მთას იქით ექსკლიუზივი

როს ამცნობდნენ დაფერფლაო მეხმა კაცი,
_ ცხრა მთას იქით! _ შესძახებდა მყისვე დედა,
_ ცხრა მთას იქით! _ კვლავ ჩამესმა მე ხმა მკაცრი,
ცვარ-ნამ დაყრილ მის წამწამებს თითქოს ვხედავ.

ცხრა მთას იქით ისტუმრებდნენ ჭირს და ეშმაკს,
ცხრა მთას იქით ბოგინობდა მხოლოდ მტერი,
ჩამოაგდო შუღლი ზღვის და მთების ეშხმა,
ოქროდ უჩნდათ ჩვენი მიწა, ქვიშა, მტვერი.

დრომ წაიღო მოყივჩაღე და მოძალე,
ვის შერჩება სხვისი ცრემლი, სხვისი სისხლი,
დრო მოვიდა ძმობის თასი გამოვცალეთ,
დრო მოვიდა გადაშორდა ცხრა მთას ნისლი.

ცხრა მთას იქით გაჩნდა სატრფო და მოკეთე,
დღეს რა კაცი გამოისვრის ჩემსკენ ტყვიას,
ახლა მარჯვენს დამარცხებულს არ მოჰკვეთენ,
ახლა გული სხვა ლტოლვის და სწრაფვის ტყვეა.

ცხრა მთას იქით მივაცილებთ ძმებს და მოყვრებს,
სამტროდ ვინღა მობრუნდება ასეთ დროში,
ცხრა მთას იქით გადასძახის მოყმეს მოყმე,
ჩამოდი და ჩემთან დარჩი . . . 

??????