გელაძე ლევან
გაზიარება

* * * შენ ხარ ევა ექსკლიუზივი

შენა ხარ ევა, მე ვარ ადამი,
უნდათ სამოთხის გარეთ გაგვყარონ,
რად შეჭამეთო მწიფე ატამი,
რად შეიტკბეთო მზე და სამყრო.

რად შეავლეთო ერთმანეთს თვალი,
რად ისუნთქეთო სურნელი წიწვის,
მათ რა იციან, აგვებნა კვალი,
უერთმანეთოდ ვიწვით და ვიწვით.

მე ვარ ადამი, შენა ხარ ევა
და ჩაგვითვალეს ცოდვად ტრფიალი,
თუ შენს მკერდს სითბო გამოელევა,
თუ შენს სიყვარულს დავცლი ფიალით,

დაველოდები გაზაფხულს მაშინ,
ვით პაემანზე მოსული ადრე,
შენს ტრფიალს ვიცნობ ჩანჩქერთა ხმაში
და შევიყვარებ აპრილის ავდრებს.

 

??????