გელაძე ლევან
გაზიარება

ნუ დაჰგმობ . . . ექსკლიუზივი

გიკვირს, უცნაური რად ვართ პოეტები,
რად გვჩვევია მუდამ თავისთავთან დავა,
გულებს ხანძარივით როგორ მოვედებით,
ცოდვები ამდენი მხრებით როგორ დაგვაქვს.

გეტყვი, არ გიგრძნია, რა არის ძიება,
რაა სიმარტოვე, რაა მოლოდინი...
ხან ცხოვრება მოჩანს ლურჯთვალა იებად,
ხან რაღაც სურვილი გაწვება ლოდივით.

ხან გინდა, ვით ბალღი, ცხენჯოხას მოახტე
და გადაივიწყო, ვინ იყავ, ვინა ხარ,
ხან ფიქრობ, ოდესმე სასწაულს მოახდენ
და ლტოლვას ღრმად გულში ინახავ, ინახავ...

და ასე უეცრად დასტვებ ამ სოფელს
და იმ გულს შერჩები, ცეცხლად რომ მოედე,
ლექსები ცხოვრებას სიცოცხლით ავსებენ
და, კარგო, უბრალოდ ნუ დაჰგმობ პოეტყებს.

 

??????