უგულავა ედუარდ
გაზიარება

*** გარდაიცვალა კაცი და ცოლმა ექსკლიუზივი

გარდაიცვალა კაცი და ცოლმა
დატოვა შვილი... სხვისას წავიდა...
არ აკარებდა ცივ ნიავს ძმისშვილს,
ბავშვს ხელის გულზე ზრდიდა მამიდა.

ვერ მეგობრობდა ბიჭუნა სხვებთან,
უცქერდა იმათ თამაშს ეზოდან.
ზოგიერთს ჭკუა იმდენი ჰქონდა
ბავშვს ასეთ რამეს ეკითხებოდა:

დედა გიყვარს თუ მამიდა უფრო?
თან აფიცებდნენ, _ სიმართლე სთქვიო;
და პასუხობდა ბიჭი თავდახრით:
მამიდა! დედას გეფიცებიო!

??????