* * * ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და ექსკლიუზივი
ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და
ნუთუ ისე აღარ გენატრები?!
თურმე მარტოობას შეჩვევიხარ,
ხელში მოგონების შენამტვრევით.
რა სწრაფად გავიდა დრო ტიალი,
რთულია წარსულთან დაჭიდება...
მაჟორში რამდენიც ნოტი არი,
მინორსაც იმდენი დაჭირდება...
დღეს კი თავს დაგჩხავის ბეცი ყვავი,
დროზე კიდევ უფრო რაა შორი?!
ჩემი სიყვარული შენც იყავი,
იყავი, თუმცაღა სხვათაშორის!
და მაინც, აი რათ გავიხსენე
ღიმილი ბროლისებრ კბილიანი -
შვილებს რომ მურაბა გავუხსენი,
შენი ტუჩებივით ტკბილი არი!