***** უკვე შორს დარჩა ძველი ორგია ექსკლიუზივი
უკვე შორს დარჩა ძველი ორგია,
ბუნდოვნად ჩანხარ წარსულის მტვერში,
სევდით გავცქერი წვიმას ქოლგიანს
და ათას სტრიქონს ათასჯერ ვწერ-ვშლი.
აღარ მახსოვხარ, არა და არა,
არადა, თბილად დაგვხვდა ცივი ტყე...
ალბათ შემომხვდი, თავი დახარე
და მეც ნელ-ნელა გადაგივიწყე...
როგორც შემთხვევით გარეცხილ ფოტოს,
რომელიც ბედად ჯიბეში ჩარჩა.
არ მახსოვს შენი კისკისის ფორტე,
თუმცაღა კარგად მახსოვდა შარშან.
ხსოვნაც - ნარევი თაფლის და შხამის,
სულ გაქრობისგან მთხოვს - დამიხსენო
და მეც, გიხსენებ სულ ერთი წამით,
რომ მერე ხშირად ვერ გაგიხსენო...