ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

დიპტიქი ექსკლიუზივი

ერთი ლექსის ორი ფინალი
ჰაერის ფესვები  ა)

შენი სურნელი აღვიძებს სურვილს
და ამ ჰაერში ჩაფლულ ფესვებით
დამეძებ, მსუნთქავ, ამავსებ ზრუნვით
და ვგრძნობ, ვეღარსად აგეთესები.

რადგან ჰაერშიც არის საყრდენი
და შენი სუნთქვით წვდება ნესტოებს,
ხდება, რაც არის დღეს მოსახდენი,        
ხარკივით ვუხდი ამინდს ნესტიანს.

გამომწყვდეულმა ჩემმა ცხოვრებამ
გამომიცხადა ამინისტია,
არ ვიცი, ვინ ვის ემათხოვრება,
როცა ღიმილი მზის გვირისტია.

გამოვაღწიე ჩემი საკნიდან,
სიარულს ვსწავლობ, ვეძებ მისამართს,
შენ ხარ ნუგბარი, დრომ რომ გაკვნიტა
და არ ვიხსენებ დღეს რახნისავარ...

19. 10. 2014

ჰაერის ფესვები  ბ)

შენი სურნელი აღვიძებს სურვილს
და ამ ჰაერში ჩაფლულ ფესვებით
დამეძებ, მსუნთქავ, ამავსებ ზრუნვით
და ვგრძნობ,  ვეღარსად აგეთესები.

რადგან ჰაერშიც არის საყრდენი
და შენი სუნთქვით წვდება ნესტოებს,
ხდება, რაც არის დღეს მოსახდენი,
მენიუსავით ახსოვთ რესტორნებს.

აქ, ზარიც ბევრჯერ ჩამორეკილა
გახსენებიათ ამინისტია,
ვსამ შენს სიყვარულს, როგორც ტეკილას,
ღიმილს, რომელიც მზის გვირისტია.   

მე სულ სხვანაირ დღეებს ველოდი
და სულ არ მიკვირს რომ არ მოვიდა,
ვარსებობ ჩემი სამფლობელოთი
და მზის ამოსვლით სიმარტოვიდან.
19. 10. 2014

??????