ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ჩემი დღეების მიწა ექსკლიუზივი

ის მასულდგმულებს, მისი წყალობა _
პური და ღვინო, ღვინო და პური,
მარჩენალია, რაც თავი ახსოვს,
თუმცა არასდროს ჰქონია ფული.

ასეთ სიმდიდრეს ვერ მიწილადებს
მილიარდერთა მსუყე ფონდები,
ესაა რასაც მჩუქნის განგება,
ამაოებით, როცა ვღონდები.

საღამოს ტახტზე სხეულს ვასვენებთ,
მე და ეს,  ჩემი დღეების მიწა          
და ის, ვინც ხორბლის სიმწიფე იგრძნო,
ღმერთის გახელილ ცასავით მიცავს. 

??????