ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

თავს ვკარგავ შენთვის...  ექსკლიუზივი

* "როცა შენთვისაც ღამეები იწყება დილით...…"
პაულ ცელანი ("სასიყვარულო სიმღერა")


თავს ვკარგავ შენთვის...  

სიჩუმეს კაწრავს მესკიას კვნესა  
და შენს სიზმრებში იბუდებენ მოლაღურები,
თავს ვკარგავ შენთვის,  
ვპოულობ შენთან,
სულს ვითქვამ შენი მონახულებით.

რა მესმის, გარდა გულისცემისა,
გავირინდები ხმას ვეღარ გაგცემ,
მალე ამ ბაღებს დაიპყრობს ბინდი
და ჩვენ სიჩუმეს დუმილად აქცევს.

ეს ფრინველები მსტუმრობენ ხშირად,
მეგობრები კი  ვეღარ იცლიან,
მე ხომ ვინც მიყვარს,
გულში მყავს ყველა
და მათ გარეშე  არ შემიძლია...

??????