გათენებიდან
როცა დილიდან იწყებ შენ ღამეს, *
გაზაფხულიდან მოელი ზამთარს,
არ გიკვირს ამ ცას რომ შეეხამე
და გაურკვეველ დარსა თუ ავდარს.
მე ვეღარ ვამჩნევ
დღე ღამეში როგორ გადადის
ან შენთან ერთად, ანდა უჩემოდ,
მიზიდულობავ, გადაუჩვევო,
ჩვენ ხომ ყველაფერს ვგრძნობდით ვადამდი?!
მე ვეღარ ვამჩნევ
დღე ღამეში როგორ გადადის,
ისევ დროს ვუსწრებ,
ვარ უვადოდ უცნობ ვადამდი...
გულში ჩაგითქვამ
და შენამდე რომ მოაღწიოს,
სულს გამოვატან შენთან,
როგორც ადრე ვატანდი.
გაზაფხულიდან მოელი ზამთარს,
არ გიკვირს ამ ცას რომ შეეხამე
და გაურკვეველ დარსა თუ ავდარს.
მე ვეღარ ვამჩნევ
დღე ღამეში როგორ გადადის
ან შენთან ერთად, ანდა უჩემოდ,
მიზიდულობავ, გადაუჩვევო,
ჩვენ ხომ ყველაფერს ვგრძნობდით ვადამდი?!
მე ვეღარ ვამჩნევ
დღე ღამეში როგორ გადადის,
ისევ დროს ვუსწრებ,
ვარ უვადოდ უცნობ ვადამდი...
გულში ჩაგითქვამ
და შენამდე რომ მოაღწიოს,
სულს გამოვატან შენთან,
როგორც ადრე ვატანდი.