* * * "კვლავინდებურად" ექსკლიუზივი
კვლავინდებურად მაბამ ხმის ტემბრით,
რეგისტრის რხევით, ბგერის ხავერდით,
დიაპაზონი გაქვს იმათებრი,
ვისაც წარსულში სულს უხამებდი.
ამიყოლიე, გულში ჩამხედე
და უნებლიეთ გყვები სხეულით,
შენი სიმღერა ისე მამხნევებს,
როგორც ჩანჩქერში მზე ჩახვეული.
გულში გავივლებ, _ რა შეედრება
მოგუდული ხმით სმენის დაღარვას,
შენი სიმდიდრე არის სიმდედრე
და სიყვარულით გულის დაღალვა;
თმას არა, ახლა ღამეს მითეთრებ,
ისე შენში ვარ, სხვაგან აღარ ვარ...
რეგისტრის რხევით, ბგერის ხავერდით,
დიაპაზონი გაქვს იმათებრი,
ვისაც წარსულში სულს უხამებდი.
ამიყოლიე, გულში ჩამხედე
და უნებლიეთ გყვები სხეულით,
შენი სიმღერა ისე მამხნევებს,
როგორც ჩანჩქერში მზე ჩახვეული.
გულში გავივლებ, _ რა შეედრება
მოგუდული ხმით სმენის დაღარვას,
შენი სიმდიდრე არის სიმდედრე
და სიყვარულით გულის დაღალვა;
თმას არა, ახლა ღამეს მითეთრებ,
ისე შენში ვარ, სხვაგან აღარ ვარ...