ქურიძე გია
გაზიარება

თეთრი ცხელება ექსკლიუზივი

_ რა დროს ღირებულებებია?! შეხედე, ვინც მტირალა გული დაივიწყა და წესებს ზურგი შეაქცია როგორ ცხოვრობს; გადაეწყვე, თორემ ამდენი გულგრილობის შემყურე, ან დაჩლუგნდები, ან გაგიჟდები, იცოდე! _ მებუზღუნება ცივი გონება...
_ აფსუს, რა ტყუილად ვთეთრდებით?! _ ყალყზე დგება თმა-წვერი...
_ თავბრუ გვესხმის, კარგს ვეღარაფერს ვხედავთ! _ ლიბრი გადაკვრიათ თვალებს...
_ უწამლოდ დავიხრჩობით! _ ახველებენ ფილტვები...
_ ცოტაც და წამებით მოგიღებ ბოლოს! _ მემუქრება ყვითელსამსალიანი ღვიძლი...
_ ვეღარ გათრევთ, დავიღალეთ! _ იბერებიან სახსრებში ფეხები...
_ გვტკივააააა!!! _ გაჰკივის მთელი სხეული _ იცხოვრე სხვებივით და მოგვასვენე! 
_ გატკინე?! მაპატიე, ასეთი გყევარ! _ ვებრალები გულს...
_ რა ვქნა?! _ ვფიქრობ მე...
_ განვედი სხეულიდან და წამომყევ მე! _ მკარნახობს სული...
მივყვები...
ზემოდან დავყურებ საკუთარ მძორს და მისი უსახურობა მენანება...
როგორ კორტნიაააან?!
... აქ კი სიმშვიდეა!

??????