მელანქოლია ექსკლიუზივი
... სანთლის ალი ლიცლიცებდა, მეწამულ ფერებად, ისედაც ჩრდილებად სავსე ოთახში... სადღაც, შორს, ნაღვლიან მელოდიას უკრავდა მევიოლინე... სიგარეტის ცარიელ კოლოფს მოათრვდა, ქუჩაში ზმუილით, ქარი... სუსხს სადარბაზოში ემალებოდა გარეთ გამოგდებული მეძავი... წვიმა და ქარი ბატონობდა ღამეს... სანთელი თავს იხრჩობდა საკუთარ ცრემლებში, ოქროსფერ მძივებად რომ ჩამოეკიდა ვერცხლით ნაკეთებ შანდალს...
... მკერდში ხელი ჩამიყო მაჯლაჯუნა ღამემ, ბაგრატის ტაძარივით კედლებდახეთქილ გულს წურავს და წურავს...
დავიღალე...
განვიცდი...
მტკივააა...
აღარ გაჩერდება ეს წყეული მევიოლინე?! ბარემ ბოლომდე შემარგოს ტკივილის სამსალა, წვეთ-წვეთობით რომ მკლავს...
... ეძინა ქუჩას. არ ეძინა ღამეს _ მეძავს; ქარს _ უდარდელობას; სანთელს _ მევიოლინეს; წვიმას _ ავყიას და მე _ არ ვიცი ვის. ვფხიზლობდით ამდენი, სიჩუმე იყო მაინც, მიკვირს...
ისევ ზმუილით ეხეტება ქარი და სადრაც, შოოორს, ნარვლიან მელოდიას უკრავს მევიოლინე...
სადა ხარ?!