დიდი ხმა
ეს ზეცა ზოგჯერ აუნთებს სისხამს
ღრუბლის ხომალდებს თეთრაფრიანებს;
ღამით მეწამურ ყვავილებს ისხამს,
დღისით მზის თვალებს შეაბრიალებს.
ხან მთვარის შუქით გაინაზება,
ხან შვიდი ფერით ველებს ანაზებს…
ხან გაიელვებს და შემაზრზენი
ქუხილის ხმები სწუხს ქვეყანაზე.
მაგრამ არ არის, ცავ, თუ ბავშვივით
ფანტავ ღრუბლების ბნელ ფარატინებს;
მე გეურჩები მკლავებგაშლილი,
ჰა, შტამაგონე, ან ამატირე…
მწამს, შევაშფოთოთ თვალანახელი
ათასი მნათი, ოქროს ჟინჟილა,
მწამს, ჩააჩუმოს ცათა ძახილი
აბობოქრებულ მიწის ყიჟინამ…
მწამს, გაიგონებს ზღვა თუ ხმელეთი,
თვითონ კირჩხიბი და თვითინ მარსი,
რომ ქვეყნად ცოცხლობს მნათობი ერი
და არსად კიდევ იმისი მსგავსი.
1938წ.