ფრაგმენტი ლოცვიდან
ათჯერ მოვისურვე ამოსვლა შენამდე, ათჯერვე მოვბრუნდი, რადგან დავმზიანდი. რადგან დავმზიანდი, ფესვიდან ღერამდე გავხდი კადნიერი, გავშრი,დავზიანდი. როს დღე მეთერთმეტე უკან მოვიტოვე, ფუჭად დამაშვრალი, უქმი და ამაო, კვლავ კადნიერად ვითხოვე: მომიტევე, ამ მეთორმეტედაც მომხედე, მამაო...
|