სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

* * * "ლხინო, საით იარები" 

ლხინო, საით იარები,
მომიძულე განაღა თუ?
ამოდენა იარები
გულზე სევდამ დანაღმა თუ
თავისთავად მრავლდებოდა?
ან კი როგორ? ნეტა რადა?
ლხინო, რა დაშავდებოდა,
შენს სუფრაზე მეთამადა?..

??????