ბესელია ვასილ
გაზიარება

* * * "ქალწულივით მომარიდებ სახეს" 

ქალწულივით 
მომარიდებ სახეს 
და მგონია გაზაფხული მოდის, 
შენი მკერდის 
პიჩიკატო ამხელს 
ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს... 

ხარ სალბუნი 
მწარე ფიქრთა წყების 
და მიმწუხრის აბჯარი და თორიც, 
შენში დროობს ჩემი მწარე წლები 
და ვივალდის 
”წელიწადის დრონიც”… 

ვეგუები 
ზამთრისპირულ ნაღველს 
როგორც ხსოვნას 
მარადმწვანე ტოტის... 
...შენი მკერდის 
პიჩიკატო 
ამხელს 
ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს...

??????