მე დამესიზმრა
მე დამესიზმრა ქალაქი მთელი ქვეყნისგან დაუძლეველი
და მომეზმანა ¬_
რომ მას ნამდვილი მეგობრობის ქალაქი ერქვა.
უმეტეს სხვისა იქ დიდი და მძლე სიყვარული
სწამდათ და იგი ყოველ მათგანს წინ მიუძღოდა.
მათი სიცოცხლე სავეს იყო ამ სიყვარულით
და ის ყოველ წუთს გამოსჭვიოდა მათ სიტყვებში
და მათ ყოველ გამოხედვაში...
მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი