ინჯია ჯემალ
გაზიარება

უკვდავების წყალი 

გვითხარი ვაჟა-ფშაველავ,
რა დაგესიზმრა ამ დილით:
მშობელი დედის მანდილი
თუ ფიცხელ ჩხუბში ჩარევა,
არწივის ფრთების მოქნევა,
არსენას ნაბდის გაშლა თუ
ოკეანეზე გაშხლართულ
სტიქიის აბობოქრება?
განა რა გასაკვირია,
მთის წყაროს წყალს რომ ნატრულობ,
კავკასიონის პატრულო.
ახლავ მოგართმევს კვირია.
და უკვდავების წყაროს წყალს
ეზიდებიან ყველანი,
ზვიადაურნი ლელანი,
განათუ ვინმე გამოსწყდა.
ღმერთმა თქვენი მზე ინებოს,
ვაჟას რომ წყალი მისმიეთ,
საქართველოში მის მიერ
დასახლებულო გმირებო.

??????