ლიანა ისაკაძეს
დირიჟორის ჯოხს უთხარ უარი
(ხემს ერთგულებას უმტკიცებ ამით),
როგორც ლამაზი იაგუარი
მსხვერპლის წინაშე ჩერდება წამით,
ისე ტვრინდები. მსოფლიო ვარამს
მერე გადმოღვრი, ღელვით მოცულო.
შენ დირიჟორობ? არამც და არამც, -
ეკვდერთან დგახარ და ღმერთს ლოცულობ.