მარტოობა (მთარგმნელი გაგუა ნანა)
ედნა, ბოსტნეულით სავსე ჩანთით, ქუჩას მიუყვებოდა, როცა მანქანას ჩაუარა ავტომობილის ფანჯარაზე წარწერა იყო: ქალი სჭირდებათ.
ედნა შეჩერდა.
მუყაოს დიდ ნაჭერზე, კიდევ რაღაც ეწერა. ძირითადად ბეჭდური სახით. შორიდან, მხოლოდ დიდი ასოებით დაწერილი სიტყვები “ქალი სჭირდებათ” მოჩანდა. მანქანა ძვირად ღირებული იყო. ტექსტის ნაწილის წასაკითხად ედნამ წინ წამოიწია: “49 წლის მამაკაცი. განქორწინებული. გაიცნობს ქალს დაქორწინების მიზნით.
სასურველია ქალი იყოს 35 დან 44 წლამდე. უყვარდეს ტელევიზორი და კინემატოგრაფია. იყოს გურმანი. პროფესიით ვარ ბუღალტერი და დასაქმებული, ბანკში დანაზოგით. მომწონს მოსუქებული ქალები.”
37 წლის ედნა მოსუქებულიც იყო. იქვე, ტელეფონის ნომერიც ეწერა. ქალის მაძიებელი კაცის სამი ფოტოსურათით.
მამაკაცი ,შარვალ_კოსტუმსა და ჰალსტუხში , საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა ცოტათი უჟმური და სასტიკი ჩანდა. “სოფლელია”,– გაიფიქრა ქალმა.
ედნამ სახლისკენ გააგრძელა გზა და თან ეღიმებოდა. ზიზღის შეგრძნებაც კი გაუჩნდა. ბინაში მისვლამდე ის კაცი გადაავიწყდა. მხოლოდ, რამდენიმე საათის შემდეგ, აბაზანაში წოლისას დაფიქრდა მასზე. ალბათ, რა მარტო უნდა იყოს კაცი, რომ ასეთი რამ ჩაიდინოს: “ქალი სჭირდებათ”.
ედნამ წარმოიდგინა, ეს მამაკაცი სახლში როგორ შემოდის, როგორ პოულობს საფოსტო ყუთში გაზისა და ტელეფონის ქვითარს, იხდის, იღებს შხაპს, უყურებს ტელევიზორს. შემდეგ, საღამოს გაზეთს კითხულობს.
სამზარეულოში საჭმელს ამზადებს. ტრუსების ამარა დგას და ტაფას მიშტერებია. საჭმელი მაგიდასთან მიაქვს და მიირთმევს. სვამს ყავას. მერე ისევ ტელევიზორი, ალბათ ერთი კათხა ლუდი დაწოლამდე. ამერიკაში, ასეთი მილიონობით კაცი ცხოვრობდა.
ედნა აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა, ჩაიცვა და ბინიდან გავიდა. მანქანა ჯერ ისევ იქ იდგა.
ედნამ, კაცის სახელი ჯო ლაიტჰილი და ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და წარწერა მუყაოს ქაღალდზე კიდევ ერთხელ გადაიკითხა.” კინემატოგრაფია”, რა ძველმოდური ტერმინია. ახლა უბრალოდ კინოს ამბობენ. “ქალი სჭირდებათ”. წარწერა მართლაც უცნაური იყო. აქ, მამაკაცი ორიგინალური ჩანდა.
სახლში მისულმა ედნამ, ნომრის აკრეფამდე სამი ჭიქა ყავა დალია. ტელეფონში ზარი ორჯერ გავიდა.
”გისმენთ? –უპასუხა მან.
“ ბატონი ლაიტჰილი ბრძანდებით?”
“დიახ?”
“თქვენი განცხადება ვნახე, თქვენს მანქანაზე.”
”აჰ, ხო.”
“ მე ედნა მქვია.”
“როგორ ხარ ედნა?”
“ კარგად.
საშინელი სიცხეებია. აუტანელი ამინდებია.”
“ ხო. ცხოვრებას ართულებს.”
“ ნუ, ბატონო ლაიტჰილ…..”
”უბრალოდ ჯო დამიძახე.”
”…ნუ, მოკლედ ჯო, ჰაჰაჰა, თავს სულელად ვგრძნობ. რატომ დაგირეკეთ, ალბათ ხვდებით?”
“ ჩემი წარწერა ნახეთ?”
“ მე მინდოდა მეთქვა, რა გჭირთ? ქალი ვერ იშოვეთ?”
“ვერა, ედნა. მითხარი, სად არიან ისინი?”
“ ქალები?”
“ ხო.”
“ოჰ, ხომ იცით, ისინი ყველგან არიან.”
“ სად? მითხარი. სად?”
“ნუ, თუნდაც ეკლესიაში, იქ ბევრი ქალია.”
“ ეკლესია მე არ მიყვარს”.
“ოჰ.”
“ მომისმინე, აქ რატომ არ მოდიხარ ედნა?”
“ თქვენთან? სახლში გულისხმობთ?”
“ დიახ. ლამაზი ბინა მაქვს.
შეგვიძლია დავლიოთ, ვისაუბროთ. არ გაძალებ.”
“ გვიანია.”
” შენ უბრალოდ გეშინია, სულ ესაა.”
”არა, არ მეშინია.”
“მაშინ გამოდი, ედნა.”
”ვნახოთ..……”
“ კარგი რა.”
“ თანახმა ვარ. 15 წუთში თქვენთან მოვალ.”
ჯოს ბინა, თანამედროვე საერთო საცხოვრებლების მაღალ სართულზე იყო. ბინა ნომერი 17. საცურაო აუზიდან ანარეკლები ამოდიოდა. კარი გაიღო და ბატონი ლაითჰილი მის წინაშე იდგა. ქორისებური ცხვირიდან, ამოჩაჩხული თმები მოუჩანდა.
კისერთან შეხსნილი პერანგის ღილებით.
“ შემოდი, ედნა.…”
ედნა შემოვიდა და მის უკან კარი დაიხურა. მას ნაქსოვის ლურჯი კაბა და შიშველ ფეხებზე სანდლები ეცვა. სიგარეტს ეწეოდა.
“ დაჯექი და სასმელს მოგიტან.”
ლამაზი ბინა იყო. ძალიან სუფთა, ლურჯ და მწვანე ფერებში მორთული. სამზარეულოში ჯო ბუბუნებდა) და თან სასმელს ურევდა. მამაკაცი თავს თავისუფლად გრძნობდა და ქალსაც გულზე მოეშვა.
ბატონი ლაიტჰილი, იგივე ჯო სასმელებით ხელში შემოვიდა.
ერთი ჭიქა ედნას დააკავა და მის პირისპირ სკამზე ჩამოჯდა.
“ ჰო,” –დაიწყო მან, – “ ჯოჯოხეთურად ცხელა, თუმცა კონდინციონერი მაქვს.”
“ შევამჩნიე. ძალიან კარგია.”
“ მიირთვი სასმელი. ”
“ოჰ, დიახ.”
ედნამ სასმელი მოწრუპა. კარგი სასმელი იყო, ოდნავ ძლიერი, მაგრამ სასიამოვნო გემო ჰქონდა. Eედნამ ჯო, სასმელის სმის პროცესში, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ყელთან მძიმე ნაოჭები ეტყობოდა. დიდი ზომის შარვალი, საკმაოდ მოშვებული ქონდა.
Fფეხები სასაცილოდ უჩანდა.
“ ლამაზი კაბა გაცვია.”
”მოგწონთ?”
“ ჰო, თან მოსუქებულიც ხარ. Gგიხდება, მართლა გიხდება.”
ედნამ არაფერი თქვა, არც ჯომ. სასმელს წრუპავდენ და ერთმანეთს უხმაუროდ უყურებდნენ.
რატომ არ საუბრობს? –გაიფიქრა ედნამ. საუბარი მას ევალება. გაუთლელი სოფლელია. ედნამ სასმელი დაამთავრა.
“ მოდი, მეორე ჭიქასაც მოგიტან,” – უთხრა ჯომ.
“ არა, ნუ შეწუხდები, მართლა უნდა წავიდე.”
“ ოჰ, კარგი რა, მეორე ჭიქასაც მოგიტან. ცოტათი უნდა მოვეშვათ.”
“ კარგი, მაშინ ერთი ჭიქის მერე წავალ.”
ჯო ჭიქებით ხელში, სამზარეულოში გავიდა.
ამჯერად არ ბუბუნებდა. სამზარეულოდან გამოსულმა ჭიქა ედნას გადასცა და ოთახში მოპირდაპირედ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. სასმელი ამჯერად უფრო ძლიერი იყო.
“ იცი, ტესტები სექსზე კარგად გამომდის,” – თქვა ჯომ.
ედნამ სასმელი ხმისამოუღებლად მოწრუპა.
“ შენ როგორ აკეთებ ამ ტესტებს?”
“ ისინი არასოდეს გამიკეთებია.”
“ უნდა გააკეთო ხოლმე, გაიგებ, ვინ და რა ხარ.”
“ როგორ ფიქრობ, საიმედოა? კეთებით არ გამიკეთებია, მაგრამ მათთვის გაზეთებში, თვალი მომიკრავს.”
“ რა თქმა უნდა სანდოა.”
” ალბათ, სექსი კარგად არ გამომდის და ამიტომაც ვარ მარტო”,– თქვა ედნამ და მომდევნო სასმელის წრუპვა უფრო დიდხანს გააგრძელა.
“ყოველი ჩვენგანი, ბოლოს მაინც მარტოა”,– თქვა ჯომ.
“ რას გულისხმობ?”
“იმას ვამბობ, რომ არაა აქვს მნიშვნელობა ურთიერთობისას, რომელია კარგად განვითარებული, სექსუალური ცხოვრება თუ გამობრძმედილი სიყვარული ან ორივე ერთად, განშორების დღე მაინც დადგება.”
“ საწყენია”,– თქვა ედნამ..
“ რა თქმა უნდა საწყენია, როცა განშორების დღე ახლოვდება.
ურთიერთობა წყვილის დაშორებით ან საერთო შეთანხმენით მთავრდება:ორი ადამიანი ისე ცხოვრობს ერთად, რომ ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა არა აქვთ. მგონი, ამას მარტო ცხოვრება ჯობია.”
“ ჯო, ცოლს გაეყარე?”
“ არა, განქორწინება თვითონ მოითხოვა.”
“მიზეზი რა იყო?”
“ სექსუალური ორგიები.”
“ სექსუალური ორგიები?”
“ ხო, იცი სექსუალური ორგიები, სამყაროში, ყველაზე მარტოსულთა ადგილია. ეს ორგიები…....
სასოწარკვეთილება მიპყრობდა ....ბოდიში და ეს წინ და უკან მოძრავი პენისები ....”
“არა უშავს.
” ეს მოძრავი პენისები, დახურული ფეხები, მომუშავე თითები, პირები, ყველა ერთმანეთს ეხვევა(ცლუტცჰ)) და ოფლი სდით და ამას დაჟინებით აკეთებენ.”
“ ასეთი რამეების, ბევრი არაფერი გამეგება, ჯო”,– თქვა ედნამ.
”მჯერა, რომ სექსი სიყვარულის გარეშე არაფერია. ურთიერთობას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, როცა მონაწილეებს შორის გრძნობა არსებოს.”
“ ანუ ასეთი შემთხვევების დროს, ადამიანებს ერთმანეთი უნდა მოსწონდეთ?”
“ ეს შველის.”
“დავუშვათ, მათ ერთმანეთი ბეზრდებათ? ან უნდათ ერთად იყვნენ,? ან ეკონომიკური პრობლემები აქვთ? ბავშვები? და ასეთი რამეები?”
“ ორგიები ამას ვერ უშველის”
“ აბა რა უშველის?”
“ არ ვიცი. იქნებ პარტნიორების გაცვლა.”
“ პარტნიორების გაცვლა?”
“ხომ იცი, ორი წყვილი, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს, პარტნიორებს ცვლიან. სულ ცოტა, გრძნობებს გადარჩენის შანსი აქვთ. ვთქვათ, მაიკის ცოლი ყოველთვის მომწონდა, თვეების განმავლობაში. ოთახში სიარულისას მის მოძრაობას ვაკვირდებოდი. მისმა მოძრაობებმა დამაინტერესეს.
ვფიქრობ, ისინი სანამდე მიდიან. მე ის გაბრაზებული, მთვრალი და ფხიზელიც მინახავს. შემდეგ გაცვლა იწყება. შენ მის საძინებელში აღმოჩნდები და ბოლოსდაბოლოს მას სწავლობ. რაღაც რეალურის შემთხვევა გეძლევა და რა თქმა უნდა, ამ დროს მაიკი შენს ცოლთან ერთად, გვერდით ოთახშია. წარმატებები მაიკ, გულში ფიქრობ და იმედოვნებ, რომ ისიც შენსავით კარგი საყვარელია. “
“ და მერე ეს მეთოდი ამართლებს?”
“აბა რა გითხრა, არ ვიცი....
პარტნიორების გაცვლამ, შეიძლება შემდეგში სირთულეებიც გამოიწვიოს. ამ თემაზე უნდა საუბრობდნენ. ადრე ამას აკეთებდნენ. თუმცა, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, საკმარისად მაინც არ იციან..”
“შენ საკმარისად იცი, ჯო?”
“ პარტნიორების გაცვლა შესაძლოა რამდენიმესთვის ან უფრო მეტისთვისაც კარგია. მაგრამ ჩემთვის არა. როგორც ვხვდები, ზედმეტად წესიერი კაცი ვარ.”
ჯომ სასმელი დაამთავრა. ედნა ჯერ დაუმთავრებელი სასმელი დადო და წასასვლელად გაემზადა.
“ჯო, მომისმინე, მე უნდა წავიდე..” ჯო ედნას მიუახლოვდა. შარვალში სპილოს გავდა. დიდი ყურებით. შემდეგ ხელი სტაცა და კოცნა დაუწყო. პირიდან სასმელის მწარე სუნი ამოდიოდა. ნახევარი პირი არ უმოძრავებდა. ძლიერი იყო, მაგრამ ძალა სუფთა არ იყო.
ქალი ემუდარებოდა. ედნამ თავი გადასწია, თუმცა ჯოს მკლავებში ისევ მომწყვდეული ჰყავდა.
”ქალი სჭირდებათ.”
“ჯო, გამიშვი! ძალიან ჩქარობ, გამიშვი!”
“ აქ რატომ მოხვედი, ძუკნა?”
ჯომ კოცნა კიდე სცადა და წარმატებას მიაღწია. საზიზიღრობა იყო. ედნამ მუხლი ასწია და ფეხებს შორის მაგრად მოსდო. კაცმა ხელები აიფარა და ხალიჩაზე დაეცა.
“ ღმერთო, ღმერთო.. ეს რატომ ჩაიდინე? კინაღამ მომკალი.….….”
იგი იატაკზე ტკივილისაგან იკლაკნებოდა.
მისი საჯდომი, გაიფიქრა მან, საშინელი საჯდომი ჰქონდა.
ედნამ ჯო ამ მდგომარეობაში მიატოვა და ქვემოთ კიბეზე ჩაირბინა. გარეთ სუფთა ჰაერი იყო.
ადამიანების და მათი ტელევიზორების ხმა მოესმა. ბინაში მისასვლელად დიდი დრო არ დასჭირდა. აბაზანის ხელახლა მიღების საჭიროება იგრძნო. ლურჯი ნაქსოვის კაბა გაიხადა და სხეული მაგრად გაიხეხა. აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა და თმაზე ვარდისფერი ბიგუდები გაიკეთა. გადაწყვიტა, იგი მეორედ არ ენახა.